ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი
ქ. ბათუმი, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩა N3-3ა
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
თამარის დასახლება, ლესელიძის ქ. 3 ძმები ნობელების მუზეუმიშენობა აგებულია XX საუკუნის დასაწყისში შვედი მეწარმეების ლუდვიგ ემანუელ და ალფრედ ნობელების ნავთობის კომპანიის ბათუმის ოფისისათვის. 2007 წელს მასში გაიხსნა ძმები ნობელების მუზეუმი.ასო L-ს გეგმის შენობა დგას გაშლილ ადგილას, ქუჩის სიღრმეში, სხვა ნაგებობებისაგან მოშორებით. ის ორსართულიანია, მაღალი ცოკოლითა და კუთხეზე მიდგმული სამსართულიანი ცილინდრული კოშკით. მთავარი ფასადი მუზეუმს თამარ მეფის გამზირის მხრიდან აქვს. აქედან არის შესასვლელიც. მის წინ მოწყობილია ვერანდა, რომლისკენაც რვასაფეხურიანი ქვის კიბე ადის. ვერანდასა და კიბეს აქვს ბეტონის მოაჯირი მასიური ბალუსტრადით.შენობა მთლიანად შელესილია და ღია ნაცრისფრად შეღებილი. ცოკოლის შელესილობაზე რუსტიკის იმიტაციაა დატანილი. ფასადები საკმაოდ სადაა. სახლს ჰქონდა ახლო-ახლო გაჭრილი მართკუთხა ფანჯრები ორსავე სართულზე. მუზეუმად გადაკეთების შემდეგ მათი უმეტესობა ამოქოლეს და ფასადის სიბრტყიდან ოდნავ შეღრმავებული ცრუ ფანჯრების სახე მისცეს. ფანჯრების გაფორმება შემოიფარგლება მათ თავზე გაკეთებული პროფილირებული სანდრიკებით. შენობის გამორჩეულ სახეს დიდწილად განსაზღვრავს მისი მთავარი ფასადის მარჯვენა კუთხეზე მიდგმული სამიარუსიანი კოშკი. მისი ქვედა ნაწილი, რომელიც პირველ სართულს უტოლდება, წახნაგოვანია, ზედა _ მრგვალი. მეორე და მესამე სართულებზე კოშკს აქვს ვიწრო თაღოვანი სარკმლები, რაც მას ერთგვარად შუასაუკუნეობრივ იერს ანიჭებს. ნობელების მუზეუმი უმნიშვნელოვანესი ნაგებობაა როგორც თავისი ისტორიით, ისე არქიტექტურით. ის XX საუკუნის დასაწყისის ერთადერთი შენობაა თამარის დასახლებაში (`ბენზეს~ უბანში).