ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. მირვეთი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხიდი მდებარეობს სოფ. მირვეთის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში, გარეუბან ძიგურესთან ახლოს, მირვეთის წყლის ჭოროხთან შესართავში. აქ გადიოდა ზღვისპირეთიდან ჭოროხის მარცხენა მხარეს ტაო-კლარჯეთისაკენ მიმავალი გზა. ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე-15,5 მ-ია. თავბოლოში სიფართე ორივე მხარეს თანაბარია და 3,80 მ-ია. მისი სიფართე შუა ნაწილში-2 მ-ია. სიმაღლე წყლის დონემდე-5 მ. სავალი ნაწილი დაფარულია საშუალო ზომის ბრტყელი ქვებით. ბურჯები ორივე მხარეს კლდეზეა დაშენებული.