ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N24
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
მართკუთხა ფორმის ეზოს პარალელურად განთავსებული, XX საუკუნის დასაწყისში აგებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, შელესილია და მოვარდისფრო-მოწითალო ფერზეა შეღებილი. სწორკუთხა ღიობებით დანაწევრებულ სართულებს არავითარი არქიტექტურული გაფორმება არ აქვს. სახლის მარჯვენა მკლავს აუყვება ქვის კიბე, რომლის ქვემოთ სივრცე შეფიცრულია და სათავსოა მოწყობილი. ლითონის აივნები და სარკმლების საპირეები გვიანდელია. გადაკეთებული კიდევ ორი, მცირე ზომის ნაგებობა სახლის მარცხნივ დგას. თავისთავად არაღირებული, თუმცა ისტორიული განაშენიანებისთვის შესაბამისი მოცულობის მქონე, ფონური შენობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შენარჩუნება აუცილებელია, რადგან ამით, დაცული იქნება უშუალო სიახლოვეს მდებარე ძეგლების (30, 28, 22, 20) შესაფერისი ურბანული გარემო და მიკროუბნის მასშტაბი.