აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით არქეოლოგიური მუზეუმში გაიხსნა საკონსერვაციო-სარესტავრაციო კვლევითი ლაბორატორია. მსგავსი ტიპის მრავალპროფილიანი ლაბორატორია პირველია საქართველოში, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კონსერვაცია-რესტავრაცია ჩაუტაროს ხელოვნების ნიმუშებს, კერამიკის, ლითონის, ქვის, ხის არქეოლოგიურ არტეფაქტებს, წიგნებს, ფრესკებს, ხატებს, ფერწერულ ტილოებს და სხვა კულტურულ ძეგლებს. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს კულტურული ძეგლების შენარჩუნებას და მრავალფეროვანს გახდის მუზეუმების საექსპოზიციო დარბაზებს. ლაბორატორია დატვირთული იქნება არა მარტო კონსერვაცია-რესტავრაციის სამუშაოებით, არამედ გამოყენებული იქნება საგანამანათლებლო ღონისძიებების ჩასატარებლად, რომლის მიზანი იქნება უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებს გააცნოს და შეასწავლოს მსოფლიო საკონსერვაციო–სარესტავრაციო სკოლების ტრადიცია, წარმოადგინოს სპეციალობა „რესტავრაცია“ როგორც მეცნიერება და განმარტოს მისი სპეციფიკა.