ქ. ბათუმი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N15
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
საცხოვრებელი სახლი მართკუთხა გეგმის, პატარა ორსართულიანი სახლი აგებულია XX საუკუნის დასაწყისში. ის ე.ნინოშვილის ქუჩის განაშენიანებაშია ჩართული და მთავარი ფასადით მასზე გამოდის. ფასადზე სართულებს ერთმანეთისაგან პროფილირებული კარნიზი ყოფს. პირველ სართულზე შელესილობაზე დატანილია რუსტიკის იმიტაცია. აქ ორი შესასვლელი კარია გაჭრილი. მეორე სართულზე ხუთი ფანჯარაა და ერთი აივანი. ექვსივე ღიობი ჩარჩოებშია მოქცეული, ხოლო ფანჯრების ქვეშ ფასადზე, მართკუთხა ნაძერწი დეკორატიული პანოებია ჩასმული. სახლს აბოლოებს ორნამენტული ფრიზი და პროფილირებული კარნიზი. მარჯვენა მხარეს და სახლს უკანა მხარეს აქვს პატარა ეზო. ეზოში გამავალი ფასადები ნაწილობრივ სახეცვლილია. შენობა XX საუკუნის დასაწყისის პატარა რიგითი საცხოვრებელი სახლის კარგი ნიმუშია