ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. მირვეთი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მირვეთში დაცული ნანგრევები ციხის ნაშთებსა და მის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის ნანგრევებს მოიცავს. შემორჩენილია მხოლოდ ციხის გალავნის რამდენიმე ფრაგმენტი და კარგად თლილი ქვის კვადრებით ამოყვანილი ეკლესიის კედლის ნაშთი. ეკლესია თითქმის საძირკვლამდეა მორღვეული.