შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნიგაზეული
ძეგლის მოკლე დახასიათება
ციხე მდებარეობს სოფლის ზედა ნაწილში, ქუფთაღელის სერზე, რომელსაც სხვანაირად ნაბეგვარსაც ეძახიან. ციხეს დიდი ტერიტორია უკავია. ორ მხარეს ხევი ჩამოუდის. ციხის გეგმა არასწორი მართკუთხედის ფორმისაა, ექვსი წრიული ფორმის გოდოლით - კუთხეებსა და გრძივი კედლების შუა მონაკვეთში. ციხე ორდონიანია, ჩრდილოეთი ნაწილი შედარებით მაღლაა, სამხრიეთისა კი დაბლა. გრძივი კედლების შუაში არსებულ გოდოლებს შორის გადიოდა კედელი რომელიც ციხეს ორ ნაწილად ყოფდა. ციხე მოზრდილი კვადრების სწორი რიგებით არის ნაგები. დიდ კვადრებს ყველა მხრიდან შემოევლება წვრილი ფლეთილი ქვები. წრიული ფორმის გოდოლები შიგნიდან გასქელებულია და ერთ დონეზე სარბენი ბილიკს იკეთებს.ციხეს შესასვლელი ჩდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც ჰქონდა. კარისღიოვბის ღიობის დანახვა სამხრეთ კედელზე ახლაც შესაძლებელია, ხოლო ჩრდილოეთ ი კედელი მთლიანად მიწით არის დაფარული.