ქ. ბათუმი, მერაბ კოსტავას ქუჩა N5 - ნოე ჟორდანიას ქუჩა N6 - ქუთაისის ქუჩა N8
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი, აგურით ნაგები სახლი, XIX საუკუნის ბოლოს 1895 წელსაა აგებული და ვინმე ტაიროვს ეკუთვნოდა. შენობის მეორე სართულზე სასტუმრო ,,იმპერიალი“ იყო განთავსებული, რომელსაც 1918-21 წლებში შენობა ნოე სიხარულიძემ შეიძინა, სასტუმროს სახელი შეეცვალა და ,,ნოე“ ეწოდა. როგორც ცნობილია, ამ სასტუმროში 1924 წელს აქ ცნობილი რუსი პოეტი- სერგეი ესენინი ცხოვრობდა. XX საუკუნის 30-იან წლებში სენობის მეორე სართულზე საზოგადოება ,,ინტურისტი“ და მასში შემავალი სასტუმრო ,,ინტერნაციონალი“ განთავსდა. დღეს, შენობის მეორე სართული საცხოვრებელი ფუნქციისაა, ხოლო პირველ სართულზე რესტორანი ,,მიუნჰენი“ ფუნქციონირებს. სახლი გამორჩეულია თავისი მასშტაბითა და ადგილმდებარეობით. ის მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენს ამ უბნის განაშენიანებაში; სახლის ფასადები სამ ქუჩაზე გამოდის (მ.კოსტავა, ქუთაისი და ნ.ჟორდანია) და ამდენად, ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. სახლის ორივე სართულის კარ-სარკმელთა ღიობები ძირითადად მართკუთხაა. ფანჯრებს შორის აგურით ამოყვანილი კედლები, აგურისავე თარაზული კედლის სიბრტყიდან ოდნავ ამოწეული რიგებით ნაწევრდება. ფანჯრებს ზემოთ არსებული კედელი კარნიზამდე მართკუთხა ბრტყელი ნიშებითაა დამუშავებული. შენობა პარაპეტითაა დასრულებული, რომელიც ცალკეულ მონაკვეთებში მართკუთხა შვერილებად ამოდის და მრუდხაზოვანი ფრონტონით სრულდება. მსგავსი სამშენებლო ტიპის ნაგებობები ცალკეული ცვლილებებითა და განსხვავებული მასშტაბით ბათუმის სხვა ქუჩებზეც გვხვდება.