ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. აბუქეთა
ძეგლის მოკლე დახასიათება
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აბუქედაში მდებარე ჯამე დღეს აღარ არსებობს. ის ამჟამად დანგრეულია. 1981 წლის აღწერის მიხედვით, ჯამე ორსართულიან ხის ნაგებობას წარმოადგენდა. მისი ზომები იყო 7,0X7,0 მ. კვადრატული გეგმარების მეჩეთის პირველი სართული, ტრადიციულად, ნახევარსარდაფს ეკუთვნოდა, ხოლო მეორე ღია აივნით გახსნილი სართული - სამლოცველო დარბაზს. აღწერის მიხედვით, განსაკუთრებულად დეკორირებული იყო ჯამეს ინტერიერი.