შუახევის მუნიციპალიტეტი. სოფ. წაბლანა
ძეგლის მოკლე დახასიათება
ძეგლი მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. წაბლანაში. იგი ცენტრიდან დაცილებულია 12 კმ-ით. ეკლესიისათვის თავის დროზე საგულდაგულოდ შეურჩევიათ ადგილი. იგი მდებარეობს სოფლის ჩრდილო აღმოსავლეთ მონაკვეთში, შემაღლებულ ბორცვზე, საიდანაც შესანიშნავად მოსჩანს მთელი სოფელი. ამ ადგილს ტრადიციულად ადგილობრივი მოსახლეობა ~ნათლისმცემლის~ გორას უწოდებენ. ამჟამად აქ ზედაპირულად ჩანს ნაგებობის საძირკვლის დონემდე მორღვეული ნაშთები და ეკლესიის მშენებლობაში გამოყენებული ქვის კარგად დამუშავებული კვადრები. დროთა განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა მიწის სამუშაოების დროს პოულობდა სხვადასხვა დანიშნულების კერამიკის ფრაგმენტებს. ეკლესიის სავარაუდო ტერიტორიის ფართობი დაახლოებით შეადგენს 12 X 13 მ2-ს.