ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. კოლოტაური
ძეგლის მოკლე დახასიათება
ძეგლი მდებარეობს სოფ. კოლოტაურის დასავლეთით, ე.წ. "ჯვარიქედის" კლდეთა სისტემის უკიდურეს აღმოსავლეთ მონაკვეთში. იგი პირდაპირ გადაჰყურებს მდ. აჭარისწყალს. ბუნებრივი გამოქვაბული გამოყენებული იყო საცხოვრისად. გამოქვაბულის სიგრძეა 7 მ. შესასვლელი მონაკვეთის სიგანე-5 მ. სიმაღლე შესასვლელთან-3 მ. გამოქვაბული შიგნით თანდათანობით დაბლდება და ვიწროვდება. ბოლოში მისი სიმაღლე-1,5 მ-ია. გამოქვაბულის შესასვლელი წინამოედნის ზომებია: 5 X 1,7 მ. მცირე მასშტაბის არქეოლოგიური სამუშაოები განხორციელდა 2001 წელს. აღმოჩენილი მასალის მიხედვით იგი განვითარებული ნეოლითური ხანით თარიღდება.