ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N28
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XIX-XX საუკუნის მიჯნაზე ნაგები ქვის ორსართულიანი სახლი ტერ-ოგანეზოვის საკუთრება იყო. V-ს ფორმის შენობა მჭიდრო განაშენიანების ნაწილია და რენესანსულ-ბაროკულ სტილში გადაწყვეტილი მთავარი ფასადით ქუჩის პირზე გამოდის. ფასადის კიდეებში მოწყობილი რიზალიტები დამატებით აქცენტირებულია სწორკუთხა ერკერებით, რომელთა მოდილიონებზე ამურების პლასტიკურად ნაძერწი თავებია გამოყვანილი. შელესილ და ციფრად დაფერილ კედლის სიბრტყეზე თეთრი ფერით გამოიყოფა ნახევარსვეტები, სანდრიკები, გირლანდები და სხვა დეკორატიული ელემენტები. რიზალიტების ფარგლებში მოწყობილია თაღოვანი შესასვლელები _ მარცხნივ სადარბაზოს ოთხფრთიანი დეკორირებული ხის კარი, ხოლო მარჯვნივ ეზოს ლითონის აჟურული ჭიშკარი. ეს უკანასკნელი კეტავს ტალანს, რომელიც შიდა ეზოში შედის. ამ მხარეს სახლს თეთრად დაფერილი შუშაბანდი აქვს. ის გადაკეთებულია, თუმცა მეტნაკლებად ერთიანი არქიტეტქურული სახე აქვს და მოწესრიგებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.დახვეწილი პროპორციების მქონე, მშენებლობის მაღალი ხარისხითა და დეკორის სიუხვით გამორჩეული შენობა ერთ-ერთი საუკეთესოა ბათუმში.