• EN
  • ge
  • ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაცია

    ქ.ბათუმში, ლუკა ასათიანის N28 -ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით ქ.ბათუმში, ლუკა ასათიანის N28-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია გრძელდება. აღდგა შენობის დაკარგული და დაზიანებული მხატვრული ელემენტები და მოწესრიგდა ფასადი. გამაგრდა საყრდენი კედელი. რესტავრაცია ჩაუტარდა ცენტრალურ ნაწილში არსებულ დაზიანებულ ქვის თაღს. აღნიშნული შენობა ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის შესანიშნავ არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. იგი აგებულია XIX –XX სს-ის მიჯნაზე. გამოირჩევა ფასადის თავისებური, ინდივიდუალური გადაწყვეტით, დახვეწილი გემოვნებითა და მაღალი სამშენებლო ოსტატობით. 1960 -იან წლებში ნაგებობა კერძო მფლობელებს გადაეცა.

      

    ქ.ბათუმში, აბაშიძის ქ. N3-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით ქ.ბათუმში, აბაშიძის ქ.N28-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო. დაგეგმილია შიდა ეზოში შუშაბანდების აღდგენა, შეკეთდება ხის შემინული გალერეა-აივნების სისტემა, მოწესრიგდება ეზოს სადარბაზო, შეიცვლება ამორტიზირებული ეზოს კიბე და მოხდება შენობის სახურავის სრული გამოცვლა. აღნიშნული შენობა XIX ს-ის ბოლოსაა აგებული და ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მიმზიდველი და საინტერესო ნიმუშია. შენობა გამორჩეულია სადარბაზოს მოხატულობით, დეკორის შესრულებით და შენარჩუნებული ავთენტურობით.