ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. სარფი
ძეგლის მოკლე დახასიათება
მომცრო ზომის დარბაზული ეკლესია, ნახევარწრიული აბსიდით, ქვით არის ნაგები, წყობა ქაოტურია. შესასვლელი დასავლეთიდან არის მოწყობილი, რომლის ზემოთაც მცირე ზომის მართკუთხა სარკმელია დატანილი. თითო-თითო ფანჯარაა მოქცეული, აღმოსავლეთ, ჩრდილო და სამხრეთ კედლებზე. ფასადებზე გაირჩევა თავდაპირველი წყობა. ეკლესიის ინტერიერი შელესილია, თუმცა თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილი ცალკეული დეტალები შეულესავია.