შუახევის მუნიციპალიტეტი; სოფ. ჭალა
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხიდი მდებარეობს შუახევის რაიონის სოფ. ჭალის ბოლოს, მდ. ჭვანისწყალზე. იგი დაბა ხიჭაურიდან 6,8 კმ-ითაა დაშორებული. ხიდი საკმაოდ დიდი ზომისაა. ოდნავ შეისრული, ეყრდნობა ბუნებრივ კლდის ბურჯებს. ხიდი ნაშენებია დამუშავებული კლდის ქვებით კირის დუღაბზე. ორივე ბურჯის შიდა მხარეს დატანილია ორ-ორი ოთხკუთხა ფორმის ფოსო. ბურჯების სიგანე 2,6-2,8 მ-ია. მისი სავალი ნაწილის სიგრძე 16 მ-ია. ხიდის სიფართე შუა ნაწილში 2,4 მ. თაღის სისქე 0,6 მ-ია. სიმაღლე წყლის ზედაპირიდან შუა ნაწილამდე 5,7 მ-ია.