ქ. ბათუმი, გარი მერკვილაძის ქუჩა N1 / ბაქოს ქუჩა N4-6
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
აღნიშნულ მისამართზე განთავსებულ, XX საუკუნის დასაწყისში აგებულ ორსართულიან სახლს, რამოდენიმე წლის წინ დააშენეს მესამე სართული. შენობა გრძივი, მთავარი ფასადით გოგებაშვილის ქუჩაზე გადის. მარცხენა მხრიდან, შენობის განივი ფასადი განაშენიანებაშია ჩართული მარჯვენა მხრიდან კი გახსნილია. უკანა ეზოს მხარეს არსებული მონაკვეთი ძლიერ სახეცვლილია და მთლიანად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. მთავარი ფასადი შელესილია და თეთრად შეღებილი: პირველი სართული კომერციულადაა ათვისებული და დიდი ზომის სწორკუთხა ვიტრინებით ნაწევრდება. მეორე და მესამე სართულები ასევე სწორკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული. მეორე სართულის ფარგლებში, ორივე ფასადზე თითო-თითო ლითონის აჟურულმოაჯირებიანი შეკიდული აივნებია მოთავსებული. ფასადზე გამოყენებულია ისეთი არქიტექტურული დეტალები როგორიცაა" რუსტები, იონიურ და კორინთულკაპიტელებიანი პილასტრები, სანდრიკები, კრონშტეინები და სხვ. მთლიანად შენობა ძლიერ შვერილი კარნიზითა და პარაპეტით სრულდება. მორთულობის მხრივ მთავარი ფასადის იდენტურია ხსენებული განივი ფასადი. აღნიშნული ნაგებობა არ გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირსებით, მაგრამ კონკრეტული ქუჩისა და უბნის განაშენიანებაში საყურადღებო და მნიშვნელოვან როლს თამაშობს.