ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. კოლოტაური
ძეგლის მოკლე დახასიათება
კოშკი აღმართულია სოფ. კოლოტაურის დასავლეთით, ე.წ. ჯვარიქედის ყველაზე შემაღლებულ კლდოვან ბორცვზე. იგი უშუალოდ დაშენებულია კლდოვან რელიეფზე. მაქსიმალურადაა გამოყენებული კლდის ბუნებრივი შვერილები. მის კონფიგურაციას უმთავრესად კლდოვანი ქანის ფორმა განაპირობებს. იგი ნახევარწრიული მოყვანილობისაა. მისი ზომებია: სიგრძე-8,40 მ. სიგანე ცენტრალურ ნაწილში-4,5 მ. კედლის სისქე-80 სმ. მისი სამხრეთი კედელი ნახევარწრიული მოყვანილობისაა. შედარებით კარგადაა გადარჩენილი ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლის ნაწილი. აღმოსავლეთითა და სამხრეთით თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. შემორჩენილია ჩრდილოეთი კედლის ქვის წყობის 6 რიგი. დაცული სიმაღლე -1 მ-ია. კარგადაა შემონახული დასავლეთი კედელიც. აქ 4 რიგია შემორჩენილი, სიმაღლე-80 სმ-ი. კედლების წყობაში გამოყენებულია კლდის ფლეთილი ქვის საშუალო ზომის ნატეხები. საპირე მხარე მოსწორებულია. წყობაში გამოყენებულია დუღაბი.