ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N6
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის დასაწყისში აგებული , მცირე მასშტაბის, გეგმაზე მართკუთხა ფორმის, ერთსართულიან ნაგებობას, მაღალი ცოკოლის მონაკვეთით, რომელშიც სარდაფის ფანჯრები გამოდის. ფასადის მარცხენა მხარეს ეზოში შესასვლელი ტალანია განთავსებული. ტალანის სწორკუთხა ღიობის თავზე ლესვაში გამოყვანილი თაღი გადადის, რომლის შიგნით ფანჯრის ღიობი გამოდის. თაღის გვერდით ადის პროფილირებული ვიწრო პილასტრები, რომელსაც ეყრდნობა ფრონტონიანი თავსართი. თაღისა და ფრონტონის კუთხეებში დარჩენილ ადგილას ჩასმულია ფრინველის გამოსახულება. ფასადის მარჯვენა მონაკვეთში ექვსი ფანჯარაა, რომლებსაც განიერი მოჩარჩოება შომოუყვება და ზემოთ ფრონტონის თავსართით სრულდება. ფანჯრების ქვემოთ მართკუთხა არეა მოთავსებული, რომლებიც ორივე მხარეს ფლანკირებულია დეკორატიული კონსოლით. ფასადის ზედაპირი დეკორატიული ლესვით დანაწევრებულია ღარებით, კვადრების მოტივზე. ფასადს ასრულებს პროფილირებული კარნიზი. ნაგებობის ზემოთ, გვიან დაშენებული მანსარდაა. ამჟამად ნაგებობა მიტოვებული და ძლიერ დაზიანებულია.