ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N6
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ნაგებობა წარმოადგენს მცირე მასშტაბის, გეგმაზე მართკუთხა ფორმის, ერთსართულიან ნაგებობას, მარალი ცოკოლის მონაკვეთით, რომელშიც სარდაფის ფანჯრები გამოდის. ფასადის მარცხენა მხარეს ეზოში შესასვლელი ტალანია განთავსებული. ტალანის სწორკუთხა ღიობის თავზე ლესვაში გამოყვანილი თაღი გადადის, რომლის შიგნით, ფანჯრის ღიობი გამოდის. თაღის გვერდით ადის პროფილირებული ვიწრო პილასტრები, რომელაც ეყრდნობა ფრონტონიანი თავსართი. თაღისა და ფრონტონის კუთხეებში დარჩენილ ადგილას ჩასბულია ფრინველის გამოსახულება. ფასადს მარჯვენა მონაკვეთში ექვსი ფანჯარაა, რომლებსაც განიერი მოჩარჩოება შომოუყვება და ზემოთ ფრონტონის თავსართით სრულდება. ფანჯრების ქვემოთ მართკუთხა არეა მოთავსებული, რომლებიც ორივე მხარეს ფლანკირებულია დეკორატიული კონსოლით. ფასადის ზედაპირი ლეკორატიული ლესვით დანაწევრებულია ღარებით, კვადრების მოტივით. ფასადს ასრულებს პროფილირებული კარნიზი.ნაგებობის ზემოთ გვიან დაშენებული მანსარდაა. ამჟამად ნაგებობა მიტოვებულია და ნახევრად დანგრეული