ქ. ბათუმი, გონიო აფაროსის გზატკეცილი
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ციხე გეგმით სწორკუთხედია. მისი სიგრძე 222 მ-ია, სიგანე - 195 მ. მთლიანი ფართობი 4,75 ჰექტარია. ციხის კედლების საერთო სიგრძე 900 მეტრზე მეტია. კედლის სიმაღლე 5 მ-ია; ხოლო კუთხეებთან, სადაც კოშკებია აღმართული - 7 მ. საძირკვლის სიღრმე 3,5 მ-ს აღემატება. გალავნის კუთხეებთან 4 მთავარი კოშკია აღმართული, რომლებსაც ციხის შიგნით ქვის კიბე ერთვის. ზოგიერთი საეკლესიო წყაროს მიხედვით აფსაროსში დაკრძალულია ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული-მატათა, ხოლო III-IV სს მიჯნაზე, აღნიშნულ ციხეში, ქრისტიანობისთვის წამებული სამხედრო მოხელის, ორენტოსის 2 თანამებრძოლი მიიცვალა.