ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქ. N34 / ხ. ახვლედიანის ქ. N2
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ქუჩების კვეთაზე განთავსებული ერთსართულიანი კუთხის სახლი XIX საუკუნის ბოლოს უნდა იყოს აგებული. ის, მთავარი ფასადით ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე გადის. მისი სამი სწორკუთხა ღიობით დანაწევრებული ცენტრალური მონაკვეთი აქცენტირებულია კუთხის რიზალიტებით, რომელთა ორფერდა სახურავი სახლის ძირითადი სახურავის არეში მართობულადაა შეჭრილი. საფასადო სიბრტყე, ფანჯრების რაფების ქვეშ შელესილია, დანარჩენი მონაკვეთი კი, ხით არის მოპირკეთებული. შეფიცრულ ფრონტონებს მართკუთხა სამერცხულები ანაწევრებს. ხეში კვეთილი არქიტექტურული დეტალები ამკობს ფანჯრების საპირეებსა და ფრონტონის კეხს. გვიანდელი გადაკეთებების შედეგად სახლის ეზოში გამავალი კედლები ძლიერ სახეცვლილია. ეს ხის საცხოვრებელი სახლი ხუროთმოძღვრების იშვიათი ნიმუშია. ის არქიტეტქურული თვალსაზრისითაც გამოირჩევა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუჩის ისტორიული სახის შენარჩუნებაში.