ხინოწმინდის რეაბილიტაცია
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ხინოწმინდის ეკლესიის რეაბილიტაცია განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა ტენდერში გამარჯვებულმა „სამშენებლო სარესტავრაციო კომპანიამ“. ხინოწმინდის ეკლესია მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ქობულეთიდან 45 კმ-ის დაშორებით. ეკლესია, სავარაუდოდ, IX საუკუნეშია აშენებული. ისტორიული ცნობები ხინოს შესახებ პირველად ვახუშტი ბატონიშვილთან გვხვდება. ტაძარი მე-18 საუკუნეში ოსმალების შემოსვლის დროს დაინგრა, ნაწილობრივ დანგრეულ ეკლესიას მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მიწისძვრა დაემატა.