ქ.ბათუმი, თენგიზ მაქაცარიას ქუჩა N3
ძეგლის მოკლე დახასიათება
XX საუკუნის პირველ ნახევარში აგებული ერთსართულიანი სახლი გეგმაში წაგრძელებულ მართკუთხედს წარმოადგენს. იგი აგებულია ქვისგან და ოთხქანობა სახურავითაა დაბურული. ქუჩის მხარეს გამავალი გრძივი ფასადი დანაწევრებულია მშვილდათაღოვანი ღიობებით, რომლებიც ზედა ნაწილებში შვერილი, მარაოსებრად დაწყობილი რუსტებისაგან შედგენილი თავსართებითაა აქცენტირებული. ქვედა ნაწილებში კი პროფილირებული თაროები აქვთ მიდგმული. ფასადის მარცხნიდან პირველი, მეექვსე და მეთერტმეტე ღიობები კარისაა. გრძივი კედლის ჰორიზონტალურად წაგრძელებული სიბრტყე, ალაგ-ალაგ ვერტიკალური, გლუვი პილასტრებით ნაწევრდება. ფასადი შვერილი კარნიზით სრულდება, რომელიც პილასტრების თავზე მცირედით წინ გამოდის, რითაც კაპიტელზე ხდება მინიშნება. შენობის განივი ფასადები გვიანი, უშნო მიშენიებით არის დაფარული. იგივე მდგომარეობაშია მეორე გრძივი ფასადიც, რომელთან მიახლოებაც კი შეუძლებელია, გვიანი დანამატების გამო. აღნიშნული ნაგებობის ექსტერიერი კლასიცისტური სტილთ და ადგილობრივი ტრადიციით არის შთაგონებული და საბჭოთა პერიოდის საყურადრებო ნიმუშს წარმოადგენს. მას კონკრეტული ქუჩისა და უბნის განაშენიანებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.