ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძენწმანი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხის ჯამე დგას სკოლის ეზოში. ნახევარსარდაფის სართულში მოთავსებულია მედრესე, ხოლო მეორე სართულზე - ორსინათლიანი სამლოცველო დარბაზი. ზომები: 6,8 X 8,1 მ. საბურავად გამოყენებულია კრამიტი.ჯამე აივნიანად გეგმით სწორკუთხაა, სამხრეთით თაღოვანი მიჰრაბით. მიჰრაბს ორივე მხარეს დაბალი, ხის მერხები მიუყვება. მისგან დასავლეთით მიმბარია, კათედრა მოშლილია.ცენტრალური სივრცის კესონური ჭერი მთლიანად ორნამენტირებულია ხის აპლიკაციებით. ქოროს ჭერი ბრტყელია. ქორო შემაგრებულია შვიდ მოჩუქურთმებულ სვეტზე. მასზე ასასვლელი კიბე მოწყობილია ჩრდილო-დასავლეთიდან. ოთხივე მხრიდან მოჩუქურთმებული მოაჯირი აქვს. აქედან სამხრეთისა დეკორატიულ მორთულობას წარმოადგენს, ჩრდილოეთით კი მცირე ზომის ოთხკუთხა სვეტებიანი აივანია გამოყოფილი.ხის ორნამენტები შესრულებულია აპლიკაციის სახით.ჯამეს ყველა კედელი დანაწევრებულია სარკმლებით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, ოთხი ნახევარწრიული ქვის საფეხურით. კარი ორფრთიანია, იგი მთლიანად მოჩუქურთმებულია.ჩრდილოეთიდან ჯამეს ღია ოთხსვეტიანი აივანი აქვს. სვეტისთავები მარტივადაა პროფილირებული.სარდაფის სართულში მოთავსებულია მედრესე, რომელიც მთლიანად შეცვლილია. შემორჩენილია მხოლოდ ბუხარი.