ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ოქტომბერი
ძეგლის მოკლე დახასიათება
სოფელ ოქტომბერში, მოსახლის ეზოში, დაფერდებულ ადგილას, ბუნებრივი კლდის მცირე წარმონაქმზე ამოკვეთილია ერთგანყოფილებიანი საწნახელი. მისი ზომებია: სიგრძე 2 მ, სიგანე 90 სმ. სიმაღლე 80სმ. გრძივ კედელში დატანებული აქვს წრიული 10 სმ. დიამეტრის ხვრელი, საიდანაც დამუშავებული ყურძნის წვენი გაედინებოდა.