ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N19 / მემედ აბაშიძის ქუჩა N50
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის დასაწყისში აგებული ორსართულიანი შენობა გასაქირავებელ სახლს წარმოადგენდა და პომერიანცის საკუთრება იყო. ორი ქუჩის გადაკვეთაზე განთავსებული ნაგებობის სამშენებლო მასალად ქვა და აგურია გამოყენებული. შელესილი და შეღებილი ფასადები სწორკუთხა ღიობების რიგით არის დანაწევრებული. დეკორატიული ელემენტები _ ფრონტონები, სანდრიკები, საჭექი ქვები და პილასტრები რენესანსულ-ბაროკული ეკლექტიზმიდან არის ნასესხები. მ. აბაშიძის ქუჩის მხარეს მოწყობილი ტალანი შიდა ეზოში გადის. სახლის უკანა ფასადს თავდაპირველი არქიტექტურული სახე სრულიად აქვს დაკარგული.ორი ქუჩის კვეთის მომცველი შენობა საინტერესოა როგორც ქალაქგეგმარებითი, ისე არქიტეტქურული თვალსაზრისით. სახლი XX საუკუნის ბათუმური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურის კარგი ნიმუშია.