ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N68
ძეგლის მოკლე დახასიათება
ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი მაღალი სარდაფით, XIX- XX სს-ის მიჯნაზეა აგებული. შენობის ფასადი დანაწევრებულია ჩარდახით დაბურული სადარბაზო შესასვლელითა და სწორკუთხა ფანჯრების რიგით. ხუთი სწორკუთხა მოხაწულობის ფანჯარა პროფილირებულ ჩარჩოშია ჩასმული. მათ თავზე კრონშტეინებზე დაყრდნობილი არქიტრავებიანი თავსართებია, ხოლო ქვევდა დონეზე, ფასადს გაუყვება პროფილირებული სარტყელი. სარტყელსა და ფანჯარას შორის კი, მართკუთხა არეა მოთავსებული. ცოკოლის მონაკვეთი გაფორმებულია დეკორატიული შელესვით, კვადრების იმიტაციით. მასში სარდაფის ხუთი მომცრო ფანჯარა გამოდის, რომელთა ზედა ნაწილები გაფორმებული საჭექი ქვის იმიტაციით. შენობა სრულდება პროფილირებული კარნიზით, რომელიც ეყრდნობა ორნამენტირებულ კონსოლების მწკრივს. საცხოვრებელი სახლი გამოირჩევა გემოვნებით გაფორმებული ფასადით, დეკორაციული ელემენტების ზომიერი გამოყენებით და მაღალი სამშენებლო ოსტატობით.