ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. წონიარისი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის მახლობლად, სოფლის მდინარეზე გადებულია წონიარისის (ჯაიმელას) ქვის თაღოვანი ხიდი, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება. ხიდი მდებარეობს ბათუმი-ხულოს ცენტრალური მაგისტრალის წონიარისის გზაგასაყარიდან 2790 მ-ში. წონიარისის მდინარე მარჯვენა მხრიდან ერთვის მდ. აჭარისწყალს. წონაირისის ხიდი აჭარისწყლის ხეობას უმოკლესი გზით აკავშირებდა ხინოს სამონასტრო კომპლექსთან და შესაბამისად, კინტრიშის ხეობას გურიის სოფლებთან. ხიდი 2007 წლის აპრილში ჩამოინგრა. 2009-2010 წწ. მოხდა ხიდის აღდგენა, რომლის ფუძედ ძველი ხიდის ბურჯებია გამოყენებული. დღესდღეისობით ხიდი ფუნქიონირებს და ასრულებს თავის პირვანდელ დანიშნულებას. ხიდის სიგრძეა 22 მ, მარჯვენა მისასვლელის განი - 3,80 მ., ხიდის განი შუაწელში - 2,50 მ., ხიდის სიმაღლე წყლის ზედაპირიდან თავბანდამდე - 8,70 მ., თავბნდის სიმაღლე - 0,50 მ.