• EN
  • ge
  • ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაცია

    ურბანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია

           

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით ქ.ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქ.N10-ში და 26 მაისის ქ.N37 -ში არსებული ძეგლების რეაბილიტაცია დასრულდა.

    თავდადებულის ქ.N10-ში რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს. მოწესრიგდა შუშაბანდი, შეიცვალა ვიტრაჟები, აღდგა ღობის დაზიანებული ნაწილი, ძველი ჭიშკარი შეიცვალა ახლით. აღნიშნული შენობა ურბანული მემკვიდრეობის საინტერესო ნიმუშია .იგი გამოირჩევა მონუმენტურობით და ქვის ფაქტურის მქონე რუხი ქვის ფასადით.
     
    ასევე, 26 მაისის ქ.N37 -ში აღდგა ძეგლის მთლიანი ფასადი, კერძოდ: მოხდა ფასადზე დაზიანებული და ჩამოვარდნილი ნაწილების აღდგენა/დამუშავება, შეიცვალა არსებული კარები და ფანჯრები, აღდგა კიბეები. მთლიანად შეიცვალა სახურავი.
     
    პარალელურად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქ N7-ში და ასათიანის ქ.N 20 არსებული ძეგლების, რომლებიც გამორჩეული შენობებია მასშტაბითა და ფასადის არქიტექტურული გაფორმებით.
     
    აღნიშნული ურბანული ძეგლების რესტავრირებისთვის დაიხარჯა:590 000 ლარი
     

       

      

     

    ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში არსებული ე.წ ,,ჩხერის" ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.
     
    შუა საუკუნეებში აგებულ ხიდს მნიშვნელოვანი დაზიანებები აღენიშნებოდა: ჩამოშლილი იყო თაღის მარცხენა გვერდის წყობა, დაზიანებული იყო სავალი ნაწილი. ადრე ხიდზე საგანგებოდ გადებულ რელსებზე ავტომანქანები გადაადგილდებოდა, ამჟამად ხიდის გვერდით ახალი, რკინაბეტონის ხიდია აშენებული