ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. დოლოგანი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში მდებარე ჯამე მე-19 საუკუნის დასასრულს უნდა იყოს აგებული. ჯამე აჭარული მეჩეთების რეგიონალური მახასიათებლების გამომხატველია, როგორიცაა სწორკუთხა, კვადრატს მიახლოებული გეგმარება, ძლიერად შვერილი კარნიზი,სწორკუთხა სარკმლებით დატიხრული სადად შეფიცრული ფასადები. შედარებით მეტყველი და ჩუქურთმებით დამშვენებული უნდა ყოფილიყო ჯამეს ინტერიერი, რომელიც ამჟამად სრულად მოშლილია- დარჩენილია მხოლოდ კონსტრუქციული კარკასი. ბოლო წლებში ჯამეს კრამიტის საბურავი თუნუქის გადახურვით შეიცვალა.