ქ. ბათუმი, ახმედ მელაშვილის ქუჩა N16
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი სახლი შელესილი და მოვარდისფრო-ქვიშისფრად შეღებილი მთავარი ფასადით ქუჩის პირზე გამოდის. მისი პირველი სართული განიერი სწორკუთხა ვიტინებით არის დანაწევრებული. ღიობების თავებს დეკორატიული ლესვით დაფარული, წაგრძელებული მართკუთხედები აღნიშნავს. რუსტიკის იმიტაციით შედგენილი პილასტრებით ფლანკირებულ სადარბაზო ღიობს ხის დეკორატიულად დამუშავებული კარი კეტავს. მეორე სართულის ფარგლებში მოწყობილი სწორკუთხა ღიობები პროფილირებული საპირით არის შემოწერილი. საჭექი ქვებით გაფორმებული სანდრიკების ზემოთ პლასტიკურად ნაძერწი გირლანდებია გამოყვანილი. შუაკედლისებს დეკორატიული ლესვა აფორმებს. ერთმანეთის გვერდიგვერდ განთავსებული ლითონის აივნები მოგვიანებითაა გაკეთებული. შენობა ბათუმური საცხოვრებელი სახლის ტიპური ნიმუშია. ის გარკვეულ როლს ასრულებს ქუჩის მასშტაბისა და არქიტექტურული სახის შექმნაში.