ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. წონიარისი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში მიიკვლევა სოფლის მეჩეთის ნანგრევები. 1981 წლის მონაცემების მიხედვით (მ. აბაშიძის მიერ შედგენილი სააღრიცხვო ბარათი), ჯამე დაზიანებული მდგომარეობის მიუხედავად, მყარად იდგა. წონიარისის ჯამე ამჟამად დანგრეულია (ან დაშლილი ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ).