ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. მახო
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხიდი მდებარეობს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. მახოში, მდინარე მახოსწყლის ჭოროხთან შეერთების ადგილიდან 150 მ-ის დაშორებით. ხიდი შუა ნაწილში-2,20 მ. ნახევარწრიული თაღის მქონე ხიდის ბოლოები ორივე ნაპირზე კლდის ქანზეა დაშენებული. ნაგებობის ორივე მხარის საპირე რკალისათვის კარგად დამუშავებული ქვებია გამოყენებული. ისინი ერთმანეთზე ვერტიკალურადაა მიწყობილი და ხიდის ორივე ნაპირს მთელ სიგრძეზე გასდევს. სავალი ნაწილი ქვის ფილებითაა დაფარული. ხიდზე მოგვიანო პერიოდში ქვის მოაჯირები დაუშენებიათ. მათი სიმაღლე 35-40 სმ-ია, სიფართე კი- 15-20 სმ. ეს ხიდი თავის დროზე განკუთვნილი იყო ზღვისპირეთიდან ჭოროხის მარცხენა სანაპიროთი ტაო-კლარჯეთისაკენ მიმავალი გზისათვის.