ქ.ბათუმი, ხულოს ქუჩა ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა 2
ძეგლის მოკლე დახასიათება
XX საუკუნის დასაწყისში აგებული, ერთსართულიანი სახლი შელესილი და შეუღებავი მთავარი ფასადით ქუჩის პირზე გამოდის. მას, ნაძერწი თავსართებით შემკული სწორკუთხა ღიობები ანაწევრებს. თავსართები ქუსლების დონეზე გამოყვანილი, ჰორიზონტალური სარტყლებით ერთმანეთზეა გადაბმული. შუაკედლისებს დეკორატიული ლესვა ამკობს. ფასადი სრულდება საფეხუროვანი კარნიზით, რომლის ქვეშ კედლის სიბრტყეს, ნაძერწი S-ის ფორმის ორნამენტიანი ფრიზი გაუყვება, რომელთა ცენტრს ხუთფურცლა ყვავილები აფორმებს. სახლში მოხვედრა შესაძლებელია, როგორც ქუჩიდან მოწყობილი სადარბაზო კარის მეშვეობით, ასევე, ეზოდან. მცირე ზომის ფონური შენობა მეზობელ სახლებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქუჩის მასშტაბის შექმნაში. ის აჭარის ხ. ახვლედიანის სახ. მუზეუმის გვერდით დგას და ხელს უწყობს გარშემო ისტორიული განაშენიანების შენარჩუნებას.