ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვედა ჯოჭო
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხიდი ერგე-ჯოჭოსა და ახალშენის უძველეს და ამავე დროს უმოკლეს გზაზეა აგებული. იგი სოფ. ერგეს ცენტრიდან ხეყრუსაკენ მიმავალი სამანქანე გზის 3,5 კმ-ზე მდებარეობს. დღემდე საკმაოდ კარგადაა შემონახული ძველი ხიდის ორივე ბურჯი. XX ს-ის 70-იან წლებში სამანქანე გზის მშენებლებს შესანიშნავად გამოუყენებიათ ძველი ხიდის ბურჯები და მათზე დაყრდნობით ჩამოუსხამთ ერთმალიანი ხიდი. ასე, რომ ამჟამად ჩვენს წინაშეა ორი სხვადასხვა ეპოქის ნაგებობის სიმბიოზი. ხიდის სიგრძე დაახლოებით 9,5 მ უნდა ყოფილიყო. როგორც შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, წყობაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო ოთხკუთხა ან მოგრძო ფორმის ზედაპირჩამოსწორებული ქვები და დუღაბი.