ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. კირნათი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხიდი ხეობაში ისეა აგებული, რომ რკალს შემოხაზავს. ის ერთმალიანია. ნაგებია თანმიმდევრულად განლაგებული დიდი ზომის ქვებით. მასიური ბურჯები რელიეფს კარგად ერწყმის. თაღს ნახევარწრეზე თანმიმდევრულად განლაგებული ქვენი შემოწერს. ხიდს, გზის შემომსაზღვრელი დაბალი ქვის მოაჯირი ერთვის, რომლის ,,კედელიც" ცალ მხარეს გრძელდება და გზას მიუყვება. ხიდის ზედაპირი ასფალტით არის დაფარული.