ქ. ბათუმი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა N34
ძეგლის მოკლე დახასიათება
XIX საუკუნის მიწურულს აშენებული ერთსართულიანი სახლი შელესილი და ღია ნაცრისფრად დაფერილი მთავარი ფასადით ქუჩის პირზე გამოდის. რუსტიკის იმიტაციით დაფარული ნახევარსარდაფის არეში ორი ღიობია გაჭრილი (აქედან ერთი რესტორანში ჩასასვლელი კარია). მათ თავზე ორი ფანჯარა გამოდის. ფასადის მარჯვენა კიდეში მოწყობილია სადარბაზო, რომელსაც ხის დეკორირებული კარი და ლითონის აჟურული წინფრა აქვს. ღიობებს მცენარეული ორნამენტით გაფორმებული, საჭექი ქვებით აღნიშნული სამიპრეები შემოწერს. ფასადი დასრულებულია პროფილირებული კარნიზით. სახლის შიდა ეზოს გასწვრივ განვითარებული გრძივი კედელი შუშაბანდს წარმოადგენს. მის უკანა მონაკვეთზე მიდგმულია გვიანდელი მინაშენი, რომლის თავზე მოაჯირით მოსაზღვრული ვერანდაა მოწყობილი. თვითონ შუშაბანდს თავდაპირველი არქიტექტურული სახე და ავთენტური ხის დეტალები შენარჩუნებული აქვს. კამერული შენობა ბათუმის საცხოვრებელი სახლის კარგ ნიმუშს წარმოადგენს.