ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N13
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის ნაგებობა ერთსართულიანია, მაღალი სარდაფით. ფასადის მარჯვენა კუთხეში მოთავსებულია სადარბაზო შესასვლელი, რომელზეც ლითონის ჩარდახია გადმოკიდებული. ხუთი სწორკუთხა მოხაზულობის ფანჯარა პროფილირებულ ჩარჩოშია ჩასმული. მათ თავზე, კრონშტეინებზე დაყრდნობილი არქიტრავებიანი თავსართებია, ხოლო ქვედა დონეზე ფასადს გაუყვება პროფილირებული სარტყელი. სარტყელსა და ფანჯარას შორის კი, მართკუთხა არეა მოთავსებული. ცოკოლის მონაკვეთი გაფორმებულია დეკორატიული შელესვით, კვადრების იმიტაციით. მასში სარდაფის ხუთი მომცრო ფანჯარა გამოდის, რომელთა ზედა ნაწილები გაფორმებულია საჭექი ქვის იმიტაციით. შენობა სრულდება პროფილირებული კარნიზით, რომლის ძირში კბილანებისგან შემდგარი მწკრივია. ნაგებობის გვერდითი ფასადი სადაა. უკანა ფასადს, რომელიც ეზოში გადის გასდევს ზითონის ახალი აივანი. საცხოვრებელი სახლი გამოირჩევა გემოვნებით გაფორმებული ფასადით, დეკორაციული ელემენტების ზომიერი გამოყენებით და მაღალი სამშენებლო ოსტატობით.