ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძენწმანი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ძენწმანის ციხე მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში, პატარა მდინარე ქარაფშუტის მარჯვენა მხარეს, შემაღლებულ უზარმაზარ კლდოვან ბორცვზე. ციხის გალავნის კედლები კლდის გარე კიდეებზეა მორგებული. ამიტომ ციხის გეგმასაც კლდის რელიეფი განსაზღვრავს. ციხე წაგრძელებული სამკუთხედის ფორმისაა. სამხრეთი გალავნის კედლის სიგრძე-7-8 მ-ია. გვერდითი კედლებისა კი-17 და 19 მ-ია. გალავნის კედლები თითქ-მის საძირკვლის დონეზეა მორღვეული. ციხეს ჰქონდა ერთადერთი საკმაოდ რთულად მისადგომი შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. შემორჩენილი სამხრეთი გალავნის კედლის სიმაღლე-3 მ. სისქე კი-1 მ. ციხის გალავნის კედლებისა და შიგ არსებული ნაგებობების დიდი ნაწილი შიდა ტერიტორიაზეა ჩაწოლილი.