საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის 2011 წლის 9 ნოემბრის № 3/ 284 ბრძანების საფუძველზე სარფში მდებარე ადრეშუასაუკუნეების ეკლესიას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. 2013 წლისათვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით იგეგმება მისი რეაბილიტაცია.
სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი შემდგომ მისი რეაბილიტაციის მიზნით.