ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. მეძიბნა
ძეგლის მოკლე დახასიათება
თაღოვანი, ნიშისებრი ფორმის წყარო თლილი ქვითაა ნაშენი და ბორცვის ძირას არის გამართული. თაღის ორსავე მხარეს ქვებია განლაგებული.თაღის ქვემოთ, წყობის პირველ რიგში, შუა ქვაზე ამოკაწრულია არაბული წარწერა, რომლის ცენტრში ორნამენტირებული როზეტია. მეორე რიგში ამოჭრილია მინიატურული, კონუსური სამი ნიში. შუა ნიშის ორივე მხარეს მკრთალადაა შემორჩენილი ქვაში ნაკვეთი მცენარეული მოტივი.