"მამუკას ციხე"
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ალამბარი
ძეგლის მოკლე დახასიათება
სოფელ ალამბარში, „ციხისყელად” წოდებულ მთაზე დგას XVIII საუკუნის ციხის ნანგრევები. ციხე ეკუთვნოდა მამუკა თავდგირიძეს, რის გამოც მას მამუკას ციხე დაერქვა. ციხე დაინგრა 1959 წლის მიწისძვრის დროს. შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთის კედელი, რომლის სიმაღლე სამ მეტრს აღწევს. შემორჩენილ ნანგრევს კოშკის ფორმა აქვს და მისი ფართობი 47 მ2-ს შეადგენს.