საცხოვრებელი სახლი
ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა N3
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, სავარაუდოდ XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. სახლი მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია. პირველი სართული კარ-სარკმელთა მართკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული და სავარაუდოდ, მოგვიანო ხანის გადაკეთების შედეგად მნიშვნელოვნად სახეცვლილი, განსაკუთრებით მისი მარჯვენა ნაწილი. თავდაპირველ მხატვრულ დეკორსა და ჩანაფიქრზე მსჯელობა მეორე სართულის საფასადო შემკულობითაა შესაძლებელი. კარ-ფანჯრების თაღოვანი რიგით დანაწევრებული ფასადი ვარდისფრადაა შეღებილი, ხოლო არქიტექტურული ელემენტები მუქვარდისფრად. სარკმლებს პროფილირებული საპირე შემოუყვებათ და ერთმანეთთან კომპოზიციურად `შეკიდული~ თაღნარითაა გაერთიანებული. თაღნარის ზედაპირი შ-ებრი მცენარეული ორნამენტითაა შემკული. ანჯრებს შვერილი თარო კრონშტეინებს ეყრდნობა.შენობა შვერილი, პროფილირებული კარნიზითაა დასრულებული, რომელიც მცირე ზომის კრონშტეინებს ეყრდნობა. მეორე სართულს ლითონის ორი აჟურულმოაჯირიანი აივანი აქვს. შენობას მოგვიანოდ მანსარდა დააშენეს, რომელიც ფასადის საერთო წინა ხაზიდან შეწეულია და მძლავრად არ აღიქმება ქუჩის მხრიდან. შენობა მნიშვნელოვანია თავისი საფასადო დეკორის საინტერესო გადაწყვეტით.