ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N3 / შოთა რუსთაველის ქუჩა N39
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
არის არქიტექტურული ნაგებობა.აგებულია XX საუკუნის ბოლოს ნავტობმაგნატის როტშილდის მიერ და იყო მისი საკუთარი საცხოვრებელი სახლი. XX საუკუნის 20–იან წლებში შენობაში განთავსებული იყო რევოლუციური კომიტეტი,1921 წლის მარტში ამ შენობაში განთავსებულ კომიტეტმა გამოაცხადა აჭარაში საბჭოთა წყობილება.
1951 წლიდან ამ შენობაში გადმოვიდა და განთავსდა სამშობიარო სახლი. 1956 წლიდან 1964 წლამდე ამ სავადმყოფოში მთავარ ექიმად მუშაობდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლ.ი.ჩარკვიანი.
გასული საუკუნის 80– იან წლებში მთავარ კორპუსს მიუშენეს ადმინისტრაციული შენობის კორპუსი.
1996 წელს ბათუმის სამშობიარო სახლის ბაზაზე დაარდა სამედიცინო ეკოლოგიის ინსტიტუტის მაენობა–გინეკოლოგიის კათედრა. ამავე წელს დაიწყო სამშობიარო სახლის რეკონსტრუქცია. ამჟამად საავადმყოფო მუშაობს ევროპული სტანტების დონეზე, როგორც დანადგარ–მოწყობილობებითა და აპარატებით,ასევე მედ–პერსონალით. სამშობიაროში არის 5 ბლოკი და ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილება.