ქ. ბათუმი, ალექსანდრე სამსონიას ქუჩა N6 / დემეტრე თავდადებულის ქუჩა N3
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი მცირე მასშტაბის ნაგებობა ორი ქუჩის კვეთაში მდებარეობს და XIX საუკუნის დასასრულსაა აგებული. ფასადები კლასიცისტურ-ბაროკალურ სტილშია გაფორმებული. მთავარი ფასადი გადის ა.სამსონიას ქუჩაზე. იგი შედარებით გრძელია, შუაში მცირედ გამოსული როზალიტით სადაც, სადარბაზოს კარია განთავსებული. ორივე სართულს სწორკუთხა ფორმის ფანჯრები ანაწევრებს. მეორე სართულის ფანჯრებს, ზემოდან აქვს თაღოვანი არე, რომლებშიც ნიჟარისებური დეკორია ჩასმული. სართულებს ერთმანეთისგან გამოჰყოფს პროფილირებული კარნიზი. მეორე სართულის შუაკედლისებს აუყვება პილასტრები, რომლებსაც კბილანებიანი კაპიტელი ასრულებს. მოკლე ფასადზე, დ.თავდადებულის ქუჩის მხარეს, მეორე სართულზე, გამოდის განიერი ლითონის აივანი. პირველი სართული, შელესილობაში გამოყვანილი ჰორიზონტალური ღარებით არის დანაწევრებული. ცოკოლის ნაწილი სადაა და გამოიყოფა მცირე, პროფილირებული სარტყლით. ნაგებობა სრულდება ძლიერ შვერილი კარნიზით, რომელსაც წვრილი კბილანების მწკრივი რთავს. შენობის ეკლექტური ფასადი ხასიათდება აკადემიურობით.