ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N33 - ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა N8
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორი ქუჩის კუთხეში მდგარი ორსართულიანი შენობის ფასადები დატვირთულია ნალესობაში გამოყვანილი რენესანსულ-ბაროკული სტილის დეკორატიული
ელემენტებით.Fფასადები გარკვეული ინტერვალით, დანაწევრებულია მრუდხაზოვანი ფრონტონებით დასრულებული რიზალიტებით. I სართულის კედლის ზედაპირი დამუშავებულია ჰორიზონტალური ღარებით. აღნიშნული სართულის რიტმულად გაჭრილი სწორკუთხა, სადად მორთული ღიობები გაერთიანებულია მცენარეული ორნამენტით მორთული სარტყელით. N 0101328ნაგებობის II სართული უფრო მეტად არის დატვირთული კედლის სკულპტურული გამოსახულებებითა და ორნამენტული ჩანართებით, ხოლო კედლის სიბრტყე დანაწევრებულია სიბრტყიდან ამოზრდილი ჰორიზონტალური
ზოლებით.N 0101328ნაგებობას ასრულებს წრეების მწკრივით დამუშავებული პარაპეტი. შენობის ორი თავდაპირველი სადარბაზო მ. აბაშიძის გამზირისკენაა განთავსებული. მათ წინ თუჯის სვეტებზე დაყრდნობილი და აჟურული დეტალებით მორთული წინფარებია მოწყობილი. ამჟამად ბარათაშვილის ქუჩის მხარეს მცირე დისტანციით, შენობა იგივე მოცულობისა და მორთულობის მქონე ნაგებობით გრძელდება. აღნიშნული, სარკისებური კომპოზიციის ცენტრში არსებული წყვეტილი ჩაფიქრებულია, როგორც მთავარი პარადული შესასვლელი. ისტორიული ძეგლისგან მხოლოდ ფასადთა კედლებია დარჩენილი. შიდა დანგრეულ ნაწილში კი მრავალსართულიანი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. მიუხედავად ძლიერი დაზიანებისა, შემორჩენილი, ავთენტური ნაწილები ცხად წარმოდგენას გვიქმნის შენობის თავდაპირველი სახის წარმოსადგენად. ავთენტურ ნაწილებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ მისი მხატვრული დონე და სამშენებლო ოსტატობა აღნიშვნის ღირსია.