ყოფილი რუსული აბანო
ქ.ბათუმი, ხულოს ქუჩა N10
ძეგლის მოკლე დახასიათება
ერთსართულიანი შენობა აბანოს წარმოადგენს. ის, სავარაუდოდ, XIX საუკუნის ბოლოსაა აგებული. შენობის ფასადი სიმეტრიულადაა დანაწევრებული, რასაც მის მარჯვენა ნაწილში მოგვიანოდ დაშენებული მეორე სართული არღვევს.კედელი სარკმელთა მართკუთხა, განიერი, კედლის სიბრტყეში ჩაწეული ღიობებითაა დანაწევრებული. ამჟამად წარმოებული რესტავრაციის შედეგად სარკმლებს მეტალო-პლასტმასის ჩარჩო აქვთ, თუმცა მანამდე მას საინტერესო ფორმის ალათები ჰქონდა (ზემოთ თაღოვანი), რაც აცოცხლებდა ფასადის მართკუთხა ფორმებსა და დანაწევრებებს. სარკმლები ერთმანეთისგან კანელურებიანი სვეტებითაა გამოყოფილი. თაღოვანი შესასვლელი ფასადის ცენტრშია გაჭრილი. მას ქვით გამოყვანილი სადა პორტალი ამკობს. კარს ლითონის აჟურული წინფრა აქვს.შენობა პარაპეტითაა განსრულებული, რომელსაც ცენტრალური კარის თავზე მრუდი მოხაზულობა აქვს მიცემული, ხოლო მისი ზედაპირი მცენარეული მოტივებითაა შევსებული. შენობა აბანოს საინტერესო ნიმუშის წარმოადგენს.