ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ. N49
ერთსართულიანი შენობა XX ს-ის დასაწყისშია აგებული და ბიკოვის საკუთრებას წარმოადგენდა. იქ ცხოვრობდა ოკულისტი - ბერშაცკი. 1922 წლიდან შენობა გადაეცა-განათლების მუშაკთა პროფკავშირს გადეცა. 1936 წლიდან შენობაში თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის წარმოდგენები იმართებოდა. 1980 წელს კი, თოჯინების სახელმწიფო თეატრის რეგულარული დასი განთავსდა. თანამედროვე სათეატრო ნაგებობის ადაპტაციის მიზნით 2011-2012 წლებში, შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
შენობის მხატვრულ სახეს განსაზღვრავს ნაგებობის კამერული ფორმები, დახვეწილი პროპორციები, ფანჯრის კაზმული საპირეები. ფასადის მნიშვნელოვანი ელემენტია შენობის პერიმეტრში ჩაწერილი, ოვალური ღიობითა და აჟურული მოაჯირით გახსნილი აივანი. მოდერნის სტილის ნაგებობა დახვეწილი შესრულებით ხასიათდება.