ქ. ბათუმი, ალექსანდრე სამსონიას ქუჩა N4
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის დასაწყისში აგებული ერთსართულიანი სახლი განაშენიანებაშია ჩართული და მთავარი ფასადით ნ.კახიანის ქუჩაზე გადის. იგი აგებულია ბლოკით, ფასადის მხარეს შელესილი და შეღებილია. ფასადი, დანაწევრებულია სწორკუთხა ღიობებით. იგი ამაღლებულია ცოკოლის გლუვი კედლით. მარცხნიდან მეორე სადარბაზოს კარის ღიობი ზევიდან ლითონის აჟურული, ორქანობა წინფრით არის დასრულებული. ფასადის ღიობები სამი მხრიდან არშიაშემოვლებულია, ფანჯრების ქვედა მოჩარჩოებას კი, შვერილი ყველასთვის საზიარო სარტყელი წარმოადგენს. სამივე ფანჯარა, ხაოიანი ზედაპირის მქონე სამკუთხა ფრონტონებით არის დასრულებული. ღიობთა ჩამოსწვრივ არსებული სწორკუთხა ნაშვერები და ფასადის განაპირა ნაწილებში, მცირე პაუზებით აყოლებული რუსტები, ასევე ხაოიანი ზედაპირის მქონეა. ფასადი შვერილი კარნიზით სრულდება. მარცხენა მხარეს ლითონის ჭიშკარია, რომლის მეშვეობითაც ვხვდებით შიდა ეზოში. ეზოს ნაწილში სახლს მთლიანად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. აღნიშნული ნაგებობა არ გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირსებით, მაგრამ კონკრეტული ქუჩისა და უბნის განაშენიანებაში საყურადღებო და მნიშვნელოვან როლს თამაშობს.