საწნახელი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზენითი
ძეგლის მოკლე დახასიათება
მტირალას ეროვნულ პარკთან მომიჯნავე სოფელ ზენითის მონოლითური ქვის საწნახელი, რომელიც ბერძნული ეპოქის ძეგლია და ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნით თარიღდება. აღნიშნული 8 მ-ის სიგრძისა და 3 მ-ის სიგანის მონოლითური ფორმის ქვის საწნახელს წარმოადგენს, სადაც მოთავსებული იყო ოწინარები / ბერკეტები და წნეხი. ზენითის საწნახელი დიდი მოცულობისაა, რაც რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის საუკუნოვან ტრადიციებს ადასტურებს. ჩაქვისწყლის ხეობაში მევენახოების განვითარებას მოწმობს ასევე აქ მდებარე თითქმის ყველა სოფელში შემორჩენილი უძველესი ღვინის მარნების ნანგრევები.